ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრიის არჩევნებში კონსერვატორებმა გაიმარჯვეს


სებასტიან კურზი, ავსტრიის "სახალხო პარტიის" ლიდერი და ახლანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი
სებასტიან კურზი, ავსტრიის "სახალხო პარტიის" ლიდერი და ახლანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი

ავსტრიაში კვირას გამართულ არჩევნებში გამარჯვება კონსერვატიულმა "სახალხო პარტიამ" მოიპოვა. პარტიის ლიდერი ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, 31 წლის სებასტიან კურზია, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდება. სავარაუდოა, რომ ხელისუფლება კოალიციური იქნება და "სახალხო პარტიის" მოკავშირე ულტრა-მემარჯვენე, ანტიმიგრაციული პოლიტიკის მქონე "თავისუფლების პარტია" იქნება.

ექვს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ავსტრიას მეტწილად ცენტრისტი მთავრობები ჰყავდა, არარადიკალური პოზიციებით.

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, კვირა საღამოს დათვლილი ხმების მიხედვით, კურზის სახალხო პარტიამ ხმების 31.4 %-ით პირველი ადგილი დაიკავა. მემარჯვენე „თავისუფლების პარტია“ კი ხმების 27.4 %-ით მეორე ადგილს იკავებს. ცენტრისტულ-მემარცხენე "სოციალ-დემოკრატიული პარტია", რომელიც ახლა სახალხო პარტიასთან ერთად კოალიციურად მართავს ქვეყანას 26.7 %-ით მესამე ადგილზე გავიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG