ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმენი პრაისი: იმედი გვაქვს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, შედეგები კი ლეგიტიმური და აღიარებული


კონგრესმენი დევიდ პრაისი, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამის დემოკრატი თანათავმჯდომარე

„იმედი გვაქვს, რომ ეს საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, რომლებიც თითქმის ემთხვევა ჩვენს არჩევნებს, იქნება თავისუფალი და სამართლიანი და რომ შედეგები საქართველოში იქნება მიჩნეული ლეგიტიმურად და იქნება აღიარებული,“ განაცხადა „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ კომენტარში წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამის დემოკრატმა თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა დევიდ პრაისმა.

ჩვენ ქართულ პოლიტიკაში არცერთი ძალის მხარეს არ ვართ.  მაგრამ ვამბობთ, რომ გვაქვს საერთო ინტერესები ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებაში, რათა ისინი სრულად წარმოადგენდნენ საზოგადოების ინტერესების სრულ სპექტრს.  პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ქართველები ამის მოხარული მონაწილეები იყვნენ.  ჩვენ ვიმედოვნებთ და მოველით, რომ ეს ამ არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება.
კონგრესმენი დევიდ პრაისი

მან დასძინა, რომ ამერიკის კონგრესში ამის მოლოდინი აქვთ. კონგრესმენის თქმით, „ეს რთული გზა იყო. საქართველოს გაუჭირდა ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება. ვფიქრობ, ის ბალანსი, რომელიც ახლა გაქვთ, ეგრეთწოდებულ, პროპორციულ და მაჟორიტარულ ადგილებს შორის, [...] სავარაუდოდ, სამუდამოდ ასე არ დარჩება. ეს გარდამავალი შეთანხმებაა, მაგრამ ის წარმოადგენს რთული ბრძოლების შედეგად მიღწეულ კომპრომისულ შედეგს. როგორც ჩანს, ის ყველა მხარემ ლეგიტიმურად მიიღო.“

კონგრესმენ პრაისს მიაჩნია, რომ პარტიები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და სავარაუდოდ, „ძალიან კონკურენტულ არჩევნებს ჩაატარებენ,“ რომლის შემდეგაც შესაძლოა პარლამენტში ძალები ახლო პროპორციით გადანაწილდეს.

კონგრესმენი პრაისი წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამის თანათავმჯდომარის ამპლუაში საქართველოსთან 15 წელია თანამშრომლობს. ამ დროის განმავლობაში, საქართველოში არაერთი არჩევნები გაიმართა და დემოკრატიული თვალსაზრისით, არაერთი ცვლილება მოხდა. კონგრესმენი ცვლილებებს იცნობს, თუმცა დასძენს, რომ ყველაზე მეტად ერთ უცვლელ ფაქტორს აფასებს.


„თქვენ იცით, რომ საქართველოში პოლიტიკა სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის არაა. ეს საკმაოდ უხეში საქმეა. ერთი უცვლელი ფაქტორი, ამ ყველაფერში კი ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამასთან თანამშრომლობის სურვილია. ჩვენ ქართულ პოლიტიკაში არცერთი ძალის მხარეს არ ვართ. მაგრამ ვამბობთ, რომ გვაქვს საერთო ინტერესები ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებაში, რათა ისინი სრულად წარმოადგენდნენ საზოგადოების ინტერესების სრულ სპექტრს. პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ქართველები ამ პროცესის მონდომებული მონაწილეები იყვნენ. ჩვენ ვიმედოვნებთ და მოველით, რომ ეს ამ არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება,“ თქვა კონგრესმენმა პრაისმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარში.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG