ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი და რესპუბლიკელები ვერ თანხმდებიან


წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი აცხადებს, რომ უმრავლესობა საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას გადასახადების მომატების ხარჯზე არ აპირებს

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
გასულ კვირას სახელმწიფო დანახარჯების ავტომატური შეკვეცის საფრთხემ პრეზიდენტი ბარაკ ობამა და კონგრესისი ლიდერები ვერ გააერთიანა ორპარტიული საბიუჯეტო შეთანხმების მისაღებად. ეგრეთ წოდებული, სეკვესტრის შემდეგაც, რომელიც პარასკევს შევიდა ძალაში, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის კომპრომისზე წასვლის სურვილი ჯერ არ ჩანს.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი აცხადებს, რომ უმრავლესობა საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას გადასახადების მომატების ხარჯზე არ აპირებს:

„ამ პრობლემას გადასახადების გაზრდით არაფერი ეშველება. ჩვენ, ისევე როგორც თითოეულმა ამერიკულმა ოჯახმა, უნდა ვიზრუნოთ დანახარჯების შემცირებაზე.“

ბეინერმა ეს განცხადება ტლეკომპანია “ენბისის” გადაცმა „პრესასთან შეხვედრაში“ (meet the press) გააკეთა. ინტერვიუს დროს პრეზიდენტსა და კონგრესის სპიკერს შორის საბიუჯეთო საკითხებთან დაკავშირებული შეხვედრა უკვე შემდგარი იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ბეინერმა არც კი მიანიშნა სავარაუდო კომპრომისზე იმას ნიშნავს, რომ კომპრომისამდე ჯერ ისევ დიდი დროა.

„ძალიან მაშფოთებს სეკვესტრის სავარაუდო გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე და ჩვენს შეიარაღებულ ძალებზე. ამ პრობლემის შესახებ უკვე 16 თვეა ვიცით. ვიცოდით, რომ სეკვესტრი მოდიოდა. რას გეგმავდა პრეზიდენტი? რატომ არ მიიღეს დემოკრატებმა ზომები? ახლა კი აი, უკანასკნელ წამს ვდგავართ ერთმაენთის წინაშე და ჯერ არაფერია გაკეთებული.“

დემოკრატები აცხადებენ, რომ საბიუჯეტო პრობლემის დასაძლევად უკეთესი გამოსავალი არსებობს - უნდა შეიკვეცოს მხოლოდ შერეული სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება, განხორციელდეს სამთავრობო რეფორმები და გაიზარდოს გადასახადები. სენატორმა რიჩარდ დურბინმა ეს განცხადება ტელეკომპანია „სიბიესის“ გადაცემა „ერის პირისპირში“ გააკეთა:

„მოლაპარაკება თავიდანვე გადასახადების გაზრდაზე, დანახარჯების შეკვეცასა და სამთავრობო შეღავათების რეფორმაზე რომ დაგვეწყო, ამ ხელოვნურად შექმნილ პრობლემას თავიდან ავიცილებდით.“

პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ სეკვესტრი მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს რიგით ამერიკელებს. ადმინისტრაციას იმედი აქვს, რომ თუ ხალხში მნიშვნელოვან წინააღმდეგობას გამოიწვევს, ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ რესპუბლიკელებმა მოსახლეობისგან ზეწოლა იგრძნონ და გადასახადების მომატებას დათანხმდნენ.

თეთრი სახლის ეკონომიკურმა მრჩეველმა ჯინ სპერლინგმა ტელეკონპანია „ეიბისის“ გადაცემაში „ამ კვირას“ განაცხადა:

„ჩემი აზრით, თუ რესპუბლიკელი კოლეგები მათი ამომრჩევლის კეთილდღეობაზე ზრუნავენ, ისინი ორპატირული კომპრომისის მონაწილეები უნდა გახდნენ და გადასახადების გაზრდას დათანხმდნენ. მათ ორპარტიული კომპრომისი უნდა ამჯობინონ იდეოლოგიურ პოზიციას, რომელიც იქეთაა მიმართული, დეფიციტის თითოეული ცენტი საშუალო კლასის, ხანდაზმულ მოქალაქეებისა და მომავალი თაობის ზურგზე გადაატარონ.“

საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად , ამერიკელები თანაბრად ადანაშაულებენ ორივე პარტიას უმოქმედობაში.
XS
SM
MD
LG