ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბიუჯეტო პრობლემები ამერიკაში


შეერთებული შტატების საგარეო ვალი 17 ტრილიონ დოლარს აღწევს, დეფიციტი კი ყოველწლიურად ტრილიონ დოლარს აღემატება

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ოპონენტებთან ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების, დანახარჯების შეკვეცის და სამთავრობო პროგრამების რეფორმირების თაობაზე მოლაპარაკებებს ანახლებს. ამერიკის საგარეო ვალი 17 ტრილიონს აღწევს. ქვეყნის წლიური დეფიციტი კი ბოლო 4 წელიწადია ყოველწლიურად ტრილიონ დოლარს აღემატება.

მოლაპარაკებები კონგრესში რამოდენიმეჯერ წარუმატებლად დასრულდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ეკონომიკური მდგომარეობის შედარებითი გაუმჯობესება იყოს. კონგრესის ბიუჯეტის ერთ-ერთი სააგენტოს ცნობით, წელს სამთავრობო ბიუჯეტის დეფიციტი 642 მილიარდით შემცირდება და პროცესი მომდევნო 2 წლის მანძილზე კიდევ უფრო გაღრმავდება.
XS
SM
MD
LG