ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის თემაზე გამოძიება ერთი კვირით გადაიდო


წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ ჯერ უარი თქვა დემოკრატების მოთხოვნაზე, ჩამოცილებოდა 2016 წელს ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებზე, რუსეთის ჩარევის გამოძიებას. ახლა კი, დევიდ ნუნესმა კომიტეტის მოსმენები, რომელიც საქმეს იძიებდა, ერთი კვირით გადადო.

შესაბამისად, შეჩერებულია დახურულ კარს მიღმა დაგეგმილი ორი მნიშვნელოვანი ბრიფინგი. ერთი - ჯეიმს კომისთან, რომელიც გამოძიებათა ფედერალური ბიუროს დირექტორია და მეორე - ადმირალ მაიკ როჯერსთან. ეს უკანასკნელი დაზვერვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობს.

დემოკრატები შიშობენ, რომ ნუნესი შესაძლოა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს ხელს აფარებდეს. ის ჯერ კიდევ არ ამხელს წყაროს ვინაობას, რომლისგანაც რუსეთთან კონტაქტების შესახებ ინფორმაცია მიიღო. თუმცა, ამის შესახებ გასულ კვირას პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკვე მოახსენა. კონგრესში მიმდინარე გამოძიებისგან ნუნესის ჩამოცილებას ითხოვენ დემოკრატი უმცირესობის ლიდერები როგორც სენატში, ასევე წარმომადგენელთა პალატაში.

„ამერიკის ხმამ“ სთხოვა ნუნესს დაეზუსტებინა, თუ რატომ არ ხდებოდა წყაროს შესახებ ინფორმაციის გაზიარება კომიტეტის სხვა წევრებთან. „ვცდილობთ, დოკუმენტები რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ“ - იყო პასუხი. ის ამბობს, რომ კომიტეტის წევრებთან „კარგი“ ურთიერთობა აქვს და რომ რუსეთის ჩარევის თაობაზე გამოძიება წინ მიიწევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG