ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორებს ინტერნეტში პოლიტიკური რეკლამის რეგულირება სურთ


სენატორი ემი კლობუჩარი
სენატორი ემი კლობუჩარი

აშშ-ში შუალედურ არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები რჩება. კონგრესმენებმა ორპარტიული საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავეს, რომლის თანახმად შეერთებულმა შტატებმა ინტერნეტში განთავსებული პოლიტიკური რეკლამა უნდა დაარეგულიროს.

ამ ძალისხმევას საფუძვლად უდევს ბოლო დროს გამოაშკარავებული ცნობები, რომ რუსეთმა 2016 წელს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევებისას ინტერნეტში პოლიტიკურ აქტივობებზე ბევრი ფული დახარჯა.

სენატორმა ემი კლობუჩარმა, რომელიც სენატის საპროცედურო კომიტეტის წამყვანი დემოკრატია, ეს ინიციატივა ასე შეაფასა:

"პატიოსანი რეკლამის კანონი" ფასიან პოლიტიკურ რეკლამას გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას შემატებს. ეს მოხდება მრავალი მილიონი მომხმარებლის მქონე ინტერნეტ-გვერდების იძულებით, რომ მათ პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია გაასაჯაროონ."

ამ კანონპროექტს უკვე აქვს გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის მხარდაჭერა. მაკკეინი სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს ხელმძღვანელობს.

ფეისბუკის, გუგლის და ტვიტერის აღმასრულებელ პირებს საკანონმდებლო პროექტზე მოსაზრებების გამოთქმის საშუალება ნოემბერში, სენატის დაზვერვის საქმეთა კომიტეტის ღია მოსმენაზე მიეცემათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG