ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესი დღეს შეეცდება მთავრობის დახურვის რისკი გაანეიტრალოს


კონგრესი ჯერჯერობით ვერ შეთანხმდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარმოდგენილ, $3.5 ტრილიონის ოდენობის 2022 წლის ბიუჯეტის გეგმაზე. ახალი ფისკალური წელი კი ამერიკაში ხვალ, 1 ოქტომბერს იწყება.

ფედერალურ მთავრობას ბევრი მიმართულებით ოპერაციების შეჩერება რომ არ მოუწიოს, კანონმდებლები დღეს კენჭს უყრიან ზომას, რომელიც მთავრობას დროებით, დეკემბრის დასაწყისამდე დააფინანსებს. სენატში დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობის დროებით დაფინანსების კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება.

კანონმდებლებს შეთანხმებისთვის და კენჭისყრისთვის დრო დღეს შუაღამემდე აქვთ. მოსალოდნელია, რომ დროებითი ზომა დღესვე დამტკიცდება.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა ბაიდენმა ოთხშაბათს ჩიკაგოში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. თეთრი სახლის განცხადებით, ის კონგრესთან მოლაპარაკებებს აგრძელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG