ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესში კითხვები აქვთ გენერალურ პროკურორ ჯეფ სეშენსთან


შეერთებული შტატების კონგრესში დღეს ქვეყნის გენერალურ პროკურორს ჯეფ სეშენსს მოუსმენენ. ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტშია დაბარებული.

სააგენტო "როიტერის" ცნობით, დემოკრატებს მასთან უამრავი კითხვა დაუგროვდათ. გენერალურ პროკურორს აუცილებლად შეეკითხებიან, მოიტყუა თუ არა, როცა თქვა, რომ არაფერი იცოდა პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო კამპანიის კომუნიკაციაზე რუსეთის წარმომადგენლებთან. სეშენსი სენატორობის პერიოში აქტიურად იყო ჩართული ტრამპის საარჩევნო კამპანიაში. გენერალურმა პროკურორმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ კონგრესი შეცდომაში არ შეუყვანია და რომ ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენებები სიმართლეს შეესაბამება.

კომიტეტის სხდომაზე საუბარი იქნება რამდენიმე სხვა საკითხზეც. წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ კონგრესმენმა რობერტ გუდლატმა სეშენსს ივლისში და შემდეგ სექტემბერში სპეციალური გამომძიებლის დანიშნვა სთხოვა, რომელსაც კლინტონის კამპანიის და დემოკრატთა ეროვნული კომიტეტის საქმიანობა უნდა გამოეძიებინა. საუბარია ჰილარი კლინტონის მიერ პირადი იმეილების გამოყენების და ობამას პერიოდში გაყიდულ ურანის ამერიკულ საბადოებზე, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა კომპანიამ შეიძინა. წერილობით თხოვნაში ასევე იყო საუბარი გამოძიების ფედერალურ ბიუროში რუსეთის თაობაზე მიმდინარე გამოძიების რამდენიმე ასპექტზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG