ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო კონგოში დამატებით ძალებს გააგზავნის


DRC M23

საინტერვენციო ბრიგადის შემადგენლობა 2550 ჯარისკაცით გაიზრდება

გაერო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დამატებითი სამშვიდობო ძალების გაგზავნას აპირებს. გაეროს განცხადების თანახმად, საინტერვენციო ბრიგადის შემადგენლობა 2550 ჯარისკაცით გაიზრდება. გაეროს კონგოში უკვე ჰყავს სამშვიდობო კონტიგენტი 17 000 სამხედრო მოსამსახურის რაოდენობით.
კონგოში მეამბოხეებმა გომა ჩაიგდეს ხელში, თუმცა მოგვიანებით დატოვეს ეს ქალაქი. გაერო რეგიონალური სახელმწიფოების გააქტიურებას ელის. ორშაბათს ადის აბებაში საგანგებო კონფერენცია იწყება, რომელშიც აფრიკის კავშირის ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG