ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომიკა, როგორც კონფლიქტის გასაღები


ეკონომიკა, როგორც კონფლიქტის გასაღები
ეკონომიკა, როგორც კონფლიქტის გასაღები

ამ დრომდე ეკონომიკას, როგორც კონფლიქტის შესაძლო გასაღებს, ხელისუფლება საქართველოში არ განიხილავს

კონფლიქტის ზონის ეკონომიკური პოტენციალისა და პერსპექტივების შესახებ ქართულ საზოგადოებაში ნაკლებად მსჯელობენ. ეს ის სფეროა, რომელსაც თითქოსდა თავად მიანდეს საკუთარი თავის საკუთარი ხელით ამოქაჩვა ისე, როგორც ეს ბარონ მიუნჰაუზენის ერთი ცნობილი ტყუილის მიხედვით ხდება. გორის, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტის ნაწილი, რაც ცხინვალს და ოსურ სოფლებს ესაზღვრება, ყოველთვის მაღალხარისხიანი სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების სიუხვით გამოირჩეოდა. შიდა ქართლის ეს მხარე განსაკუთრებით განთქმული იყო გემრიელი ხილით. 2008 წლის ომმა სოფლის მეურნეობაშიც ყველაფერი შეცვალა. დღეს ის ფერმერები, რომლებიც ადრე დიდი ოდენობით და ხარისხიან სასოფლო–სამეურნეო პროდუქციას აწარმოებდნენ, ამბობენ, რომ საქმიანობის გაგრძელება ამ კუთხით სრულიად უიმედოა. უიმედოს ამ სფეროს უმეტესწილად არასაკმარისი ინტერესი ხდის ხელისუფლების მხრიდან. ასეთ ვითარებაში კონფლიქტის ზონის ეკონომიკური პერსპექტივები სრულიად ბუნდოვანია. მიწა, რომელიც კარგ მოსავალს იძლეოდა, აქ ისევ არის, მხოლოდ აკლია მისი ნაყოფიერების გაზრდისკენ მიმართული ზრუნვა, რაც ხელისუფლების კომპეტენციას წარმოადგენს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზვიად ხმალაძე ჩვენთან საუბრისას იხსენებს, იმ დროს, როდესაც შიდა ქართლში მოსული სასოფლო–სამეურნეო პროდუქტი დიდ შემოსავალს აძლევდა მოსავლზე დამოკიდებულ ადამიანებს. ხშირად გაიგონებდით სიტყვებს, რომ აქ „მდიდარი სოფლებია“. დღეს ყველაფერი ზემოთთქმულის საპირისპიროდ გამოიყურება.

რაც შეეხება ეკონომიკურ პერსპექტივებს კონფლიქტის ზონაში, ზვიად ხმალაძე ამბობს, რომ ხარისხიან პროდუქციაზე მოთხოვნა დღესაც დიდია თუნდაც საქართველოს ბაზარზე, თუმცა ასეთი პროდუქციის წარმოება ომის შემდგომ ბევრ სირთულეს უკავშირდება. "ხუთი წლის პერსპექტივაში სიტუაცია კვლავაც რთული იქნება, თუ მიმდინარე წელს ისეთი აქტიური ღონისძიებები არ გატარდა, როგორიცაა სარწყავი წყლით უზრუნველყოფა. „წყალი აქ სასიცოცხლოდ აუცილებელია“,– ამბობს ზვიად ხმალაძე. ამ დრომდე ხელიუსფლება აცხადებს, რომ მიმდინარეობს მუშაობა პროექტებზე, რომელიც სარწყავი წყლით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, თუმცა ამ ეტაპზე, როდესაც ნახევარი გაზაფხული უკვე გასულია, არც ერთი მსგავსი პროექტი ჯერ მზად არაა.

ექსპერტი გია ხუხაშილი ამბობს, რომ ეკონომიკა და პოლიტიკა ჩვენს დროში დიდად არაა ერთმანეთისგან დაშორებული. ხელისუფლება ეკონომიკის სტიმულირებას არ ახდენს ამ რეგიონში. დგას გასაღების ბაზრის პრობლემაც, შესაბამისად, იგრძნობა სტიმულის დეფიციტიც ფერმერისთვის.

ამ დრომდე ეკონომიკას, როგორც კონფლიქტის შესაძლო გასაღებს, ხელისუფლება საქართველოში არ განიხილავს.

XS
SM
MD
LG