ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კაროლინაში კონფედერაციის დროშა ჩამოხსნეს


სამხრეთ კაროლინამ დღევანდელ ცერემონიაზე, შტატის კაპიტოლიუმის ტერიტორიიდან კონფედერაციის დროშა ჩამოხსნა.

სამი კვირის წინ, შავკანიანთა ეკლესიის 9 წევრის რასობრივ ნიადაგზე მკვლელობის შემდეგ, გუბერნატორმა ნიკი ჰალიმ დემოკრატების და რესპუბლიკელების მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს მოაწერა ხელი, რომელიც სამოქალაქო ომის პერიოდის დროშის ჩამოხსნას ითვალისწინებს.

სამხრეთ კაროლინის წარმომადგენელთ პალატამ, გადაწყვეტილება სენატის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ მიიღო, სადაც ამ კანონპროექტზე 13 საათზე მეტხანს ემოციურად მსჯელობდნენ.

ჰალიმ ამ დღეს, სამხრეთ კაროლინისთვის „დიადი დღე“ უწოდა. ისეთი რამ, რაც „განკურნებისას ყველას გვაერთიანებს, როგორც ერთ ადამიანს და ერთ შტატს.“ მან ცხრავე კალამი, რომლებიც კანონპროექტის ხელმოსაწერად გამოიყენა, ეკლესიაში დაღუპულთა ოჯახებს გადასცა.

ჰალიმ თქვა, რომ დროშას პატივით ჩამოხსნიან და მუზეუმში მისთვის შესაფერ ადგილს მიუჩენენ.

XS
SM
MD
LG