ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი აცხადებს, რომ 2015 წელი მსოფლიოში ჟურნალისტების მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩეოდა. პროფესიული საქმიანობის შესრულებისას წლის განმავლობაში 69 ჟურნალისტი დაიღუპა.
ზედიზედ მეოთხე წელია მკვლელობების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია სირიაში, სადაც 2015 წელს 13 ჟურნალისტი დაიღუპა, 2012 წელს სირიაში 29 ჟურნლისტი, 2013 და 2014 წელს კი 17-17 ჟურნალისტი დაიღუპა.
ორგანიზაციის მიხედვით, 35 ადამიანია დაკარგული, დაღუპული ან ტყვეობაში ერაყის ქალაქ მოსულში.