ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფარკს კონფლიქტის დასრულება სურს


კოლუმბიის მშვიდობის მოლაპარაკების ჯგუფის ლიდერი, უმბერტო დე ლა კალე (მარცხნიდან მეორე) ჟურნალისტებთან საუბრისას, 18 ნოემბერი, 2012 წ.

მეამბოხურ ჯგუფთთან შეთანხმების მიღწევა რამდენიმე თვეში სურთ

მემარცხენე გასამხედროებული ჯგუფი, კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალები, იგივე „ფარკი" დღეს, ჰავანაში, კოლუმბიის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა. ფარკი ლათინურ ამერიკაში ყველაზე გრძელვადიან კონფლიქტში მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი მხარეა. სამშვიდობო მოლაპარაკებები 2002 წლის შემდეგ პირველად იმართება. უკანასკნელი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

კოლუმბიის მთავრობის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მეამბოხე ჯგუფთან შეთანხმების მიღწევა რამდენიმე თვეში სურთ.

სავარაუდოდ, განხილვის თემები იქნება კერძო საკუთრების კანონის შეცვლა, ფარკისთვის პოლიტიკური უფლებების მინიჭება, ნარკოტიკებით ვაჭრობა, განიარაღება და კონფლიქტში დაზარალებული ადამიანებისთვის რეპარაციების გადახდა.
XS
SM
MD
LG