ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოლორადოში ხანძრის გამო ასობით სახლი და სასტუმრო დაიწვა


დენვერში, კოლორადოს შტატში გაჩენილი ხანძრის გამო, დაახლოებით 850 სახლი, სასტუმრო და სავაჭრო ცენტრი დაიწვა. აუცილებელი გახდა ათობით ათასი ადამიანის ევაკუაციაც.

ადგილობრივი შერიფის განცხადებით, ხანძარი სწრაფად იკრებდა ძალას ქარის გამო. ველურ ბუნებაში გაჩენილმა ხანძარმა, დაახლოებით 6,5 კილომეტრის ტერიტორია გადაწვა, ჰაერში კი ნარინჯისფერი კვამლი ტრიალებდა.

ხანძრის გამო, მთლიანი ქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო. ლუისვილის 21,000 მოსახლე დაუყოვნებლილვ გაიყვანეს საკუთარი სახლებიდან.

სტიქიის შედეგად, არიან დაშავებულებიც. ექვსი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

კოლორადოს 2021 წელს ძალიან მშრალი, უნალექო შემოდგომა ჰქონდა, ზამთრის სეზონიც ამ დრომდე უნალექოა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქართან ერთად, ესეც ხანძრის ერთ-ერთი გამოწვევი მიზეზი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG