ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

10 კოლუმბიელის 12 წლიანი ტყვეობა დასრულდა


როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი იტყობინება, კოლუმბიელმა მეამბოხეებმა 10 მძევალი გაათავისუფლეს, რომლებიც ტყვეობაში 12 წელზე მეტი იმყოფებოდნენ. 4 ჯარისკაცი და 6 პოლიციელი ჯუნგლებში მდებარე ციხიდან თვითმფრინავებით ქალაქ ვილავიჩენციოში გადააფრინეს. ოპერაციაში ბრაზილიის საჰაერო ძალები მონაწილეობდნენ. კოლუმბიის რევოლუციურ სამხედრო დაჯგუფებას მძევლები ჯერ კიდევ თებერვალში უნდა გაეთავისუფლებინათ, თუმცა კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა ყოველგვარ მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა მანამდე, სანამ ეს დაჯგუფება მოტაცებებს არ შეწყვეტდა. რაც შეეხება უფლებადამცველების მონაცემებს, ისინი დარწმუნებულები არაინ რომ ამ დაჯგუფების ციხეებში 700-ზე მეტი მძევალი იმყოფება და გატაცებების შეწყვეტას და მშვიდობიან არსებობასაც ისინი არ აპირებენ.

XS
SM
MD
LG