ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოლუმბიის პრეზიდენტი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა


მშვიდობის დარგში ნობელის საპატიო პრემია კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა მიიღო. მისი მმართველობის პერიოდში მოხდა მარქსისტ ამბოხებულებთან მიმდინარე ნახევარსაუკუნოვანი კონფლიქტის დასრულება. თუმცა, ჯერაც უცნობია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში.

“ძალიან დიდი პატივია და ისეთი მადლიერი ვარ… ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის, ომში დაღუპულებისთვის” - განაცხადა პრეზიდენტმა სანტოსმა. მისი თქმით, ნობელის პრემია კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ კოლუმბიაში მშვიდობისთვის ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. დაპირისპირებულ მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა გასულ თვეში მოხდა.

XS
SM
MD
LG