ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოალიციის ახალი სარდალი


ჯოზეფ დანფორდი საზღვაო ქვეითების გენერალია

შეერთებული შტატების გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების სარდლობა ჩაიბარა. ქაბულში გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, დანფორდმა განაცხადა, რომ მას ეძლევა შანსი, რათა ავღანელი ხალხის მომავლისთვის იბრძოლოს.

დანფორდმა კოალიციის ჯარების სარდლობა იმ ეტაპზე ჩაიბარა, როდესაც საერთაშორისო ძალები ქვეყნის დატოვებისთვის ემზადებიან. ავღანეთში უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებლობა კი ეტაპობრივად ავღანური არმიის ხელში გადადის. ჯოზეფ დანფორდი საზღვაო ქვეითების გენერალია.
XS
SM
MD
LG