ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯ ქლუნი სუდანის საელჩოსთან დააპატიმრეს


ქლუნისთან ერთად, პოლიციამ კონგრესის რამდენიმე წევრი, რელიგიური ლიდერები და აქტივისტები დაუმორჩილებლობის გამო დააკავა.

ოსკარის მფლობელი ამერიკელი მსახიობი ჯორჯ ქლუნი პარასკევს წაშინგტონში სუდანის საეჩოს წინ დააპატიმრეს. ის საელჩოსთან სუდანში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებდა.

ქლუნისთან ერთად, პოლიციამ კონგრესის რამდენიმე წევრი, რელიგიური ლიდერები და აქტივისტები დააკავეს. დემონსტრანტები პოლიციას არ დაემორჩილნენ და არ გაითვალისწინეს სამართალდამცავების გაფრთხილება საელჩოს ტერიტორიის დატოვებასთან დაკავშირებით.

მსახიობის თქმით, სუდანში სასწრაფოდ უნდა გაიგზავნოს ჰუმანიტარული დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სუდანი მსოფლიოში უმძიმეს ჰუმანიტარულ კრიზისად იქცევა. ქლუნის თქმით, სუდანის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უდანაშაულო მოსახლეობის, მათ შორის ქალებისა და ბავშვების ხოცვა. მისი მოთხოვნით, ასევე უნდა შეწყდეს მთავრობის სახელით ადამიანების გაუპატიურება და მათი შიმშილი.

ქლუნი რამდენიმე საათში გაათავისუფლეს და 100 დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.

XS
SM
MD
LG