ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბილ კლინტონის ნომინაცია


President Barack Obama waves as he joins Former President Bill Clinton during Democratic National Convention Sept. 5, 2012

ბილ კლინტონის აზრით, პრეზიდენტი ობამა საფუძველს ჩაუყრის თანამედროვე და დაბალანსებულ ეკონომიკას

ოთხშაბათს საღამოს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა რესპუბლიკური პარტიის წევრებზე მიიტანა იერიში, როდესაც დემოკრატიული პარტიის წინაშე სიტყვით გამოვიდა.

მიმართვაში კლინტონმა რესპუბლიკელები იმ ფაქტში დაადანაშაულა, რომ მათ ბარაკ ობამას ტოტალურ არეულობაში ჩავარდნილი ქვეყანა გადააბარეს. კლინტონის თქმით, თუ ხელისუფლებაში მიტ რომნი მოვა, ქვეყანა იმ ადამიანების ხელში ჩავარდება, ვინც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს.

ბილ კლინტონის აზრით, პრეზიდენტი ობამა საფუძველს ჩაუყრის თანამედროვე, დაბალანსებულ ეკონომიკას, რომელიც მილიონობით ამერიკელს დაასაქმებს.

დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ქალაქ შარლოტში 42-ე პრეზიდენტმა ბარაკ ობამას ოფიციალურად გაუკეთა ნომინაცია მეორე საპრეზიდენტო ვადაზე.

XS
SM
MD
LG