ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი დაუგეგმავი ვიზიტით იემენს ეწვია


ჰილარი კლინტონი დაუგეგმავი ვიზიტით იემენს ეწვია
ჰილარი კლინტონი დაუგეგმავი ვიზიტით იემენს ეწვია

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დაუგეგმავი ვიზიტით იემენს ეწვია. მისი თქმით, იემენში ჩასვლის მიზანი ტერორიზმთან ბრძოლის საკითხის და სხვა პრობლემების განხილვაა. კლინტონი იემენის დედაქალაქ სანააში დღეს ჩავიდა და უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს ალი აბდუილა სალეჰს. ის ასევე გეგმავს ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრასაც. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეერთებული შტატები თანამშრომლობს იემენთან და სხვა ქვეყნებთან ტერორიზმის საფრთხის განეიტრალების მიზნით. ეს საფრთხე კი არაბეთის ნახევარკუნძულზე კონკრეტულად ალ-ყაიდასგან მომდინარეობს.

XS
SM
MD
LG