ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი უკრაინაში


კლინტონი უკრაინას ამერიკასა და ევროკავშირთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ მოუწოდებს.

ცოტა ხნის წინ უკრაინაში ვიზიტის დროს, სახელმწიფო მდივნის ამპლუაში პირველად ჩასულმა ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ მიმდინარე პერიოდი „უკრაინის იტორიაში მნიშვნელოვანი მომენტია.“

„უკრაინაში, წინსვლასთან ერთად, გაჩნდება შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ადგილი უნდა ეჭიროს უკრაინას რეგიონში და მსოფლიოში,“ თქვა ქალბატონმა კლინტონმა.

უკრაინაში ყოფნის დროს, ქალბატონმა კლინტონმა ამერიკა-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. კომისიის ფარგლებში ამერიკა და უკრაინა მუშაობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დემოკრატია, ეკონომიკური თავისუფლება და განვითარება, უშიშროება და ტერიტორიული მთლიანობა, ენერგო-უსაფრთხოება, თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, კანონის უზენაესობა და სახალხო დიპლომატია.

სახელმწიფო მდივანმა კლინტნომა და უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განიხილეს საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც ორი ქვეყანა სტრატეგიულ თანამშრომლობას გააღრმავებს. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა უკრაინაში დემოკრატიის დაცვის მნიშვნელობას ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და საჯარო სექრტორის გამჭვირვალეობით.

კიევის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, ქალბატონმა კლინტონმა მსმენელებს სთხოვა, რომ არ გადაუხვიონ ღირებულებეს და თავისუფლების ძირითად პრინციპებს, რომლებიც იცავენ და ავითარებენ დემოკრატიას და ხელს უწყობენ რეფორმების პროცესს. მან ასევე მოუწოდა მათ, რომ თანამდებობის არჩეულ პირებს ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულება აიძულონ.

„ვიყავი რა თანამდებობის არჩეული პირი და საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნების დროს კარგად ვიცი, რომ დემოკტარიულად არჩეული ლიდერებისთვის მოტივაციის ყველაზე ძლიერი ფაქტორი მოქალაქეების მიერ სტატუს კვოს შენარჩუნებაზე უარის თქმა და ზომიერი პროგრესის მოთხოვნაა,“ განაცხადა ქალბატონმა კლინტონმა.

სახელმწიფო მდივანმა კიევში ვიზიტის დროს ეკონომიკურ საკითხებზეც ისაუბრა. მან და პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა, ასევე, ისაუბრეს ენერგეტიკისა და ეკონომიკის სხვა სექტორების გარდაქმნაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება გახდეს უკრაინა ენერგიის მწარმოებელი ქვეყანა და როგორ მოიზიდოს ინვესტორები. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ინვესტორების მოსაზიდად აუცილებელი იქნება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება. ინვესტიციები კი უკრაინის სხვა ქვეყნებზე ენერგო დამოკიდებულებას შეამცირებს.

„ჩვენ გვინდა დემოკრატიული და ძლიერი უკრაინა, რომელიც უკრაინელი ხალხისთვის ეკონომიკურად განვითარებული იქნება და მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს რეგიონალურ და გლობალურ გარემოში. უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანაა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უკრაინა შეინარჩუნებს კარგ ურთიერთობებს მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ახლო და კონსტრუქციულ ურთიერთობებს გააგრძელებს,“ განაცხადა ქალბატონმა კლინტონმა.

XS
SM
MD
LG