ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შესაძლოა სანდერსმა ჰილარი კლინტონს მხარდაჭერა გამოუცხადოს

სამშაბათს, ნიუ ჰემპშირის ქალაქ პორტსმუტში, სავარაუდო საპრეზიდენტო ნომინანტ ჰილარი კლინტონის საკამპანიო ღონისძიებას მისი მეტოქე, სენატორი ბერნი სანდერსი შეუერთდება.

ვრცელდება ვარაუდები, რომ შესაძლოა ამ ღონისძიებაზე სანდერსმა კლინტონისადმი მხარდაჭერის შესახებ გამოაცხადოს. სანდერსს არ უთქვამს, რომ ამას გააკეთებს, მაგრამ შაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორი კანდიდატი ერთმანეთს შეხვდება და ამას თვალყური ადევნონ.

This item is part of
XS
SM
MD
LG