ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონის ცენტრალური ევროპის ტურნე დასრულლებულია


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ცენტრალური ევროპის ტურს საქართველოში ვიზიტით ასრულებს.

თბილისში ქალთა საზოგადოებების ლიდერებთან შეხვედრისას ქალბატონმა კლინტონმა შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმო.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ვიზიტის დროს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდა.

აღსანიშნავია,რომ ვიდრე კლინტონი საქართველოს ეწვეოდა,იგი უკრაინაში,პოლონეთში,აზერბაიჯანსა და სომხეთშიც იმყოფებოდა.მისი განცხადებით, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მიერ რუსეთთან გაუმჯობესებული ურთიერთობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ერთგვარ სარგებლობას მოუტანს.

გუშინ სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა,რომ რუსეთ-საქართველოს შორის ერთგვარი დაძაბულობა ამერიკა- რუსეთის შემდგომ ურთიერთობებზე უარყოფითად არ აისახება.

XS
SM
MD
LG