ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია


ჰილარი კლინტონმა ამ დოკუმენტის ირგვლივ საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირა.

ტრადიციულად, ყოველ რამდენიმე წელიწადში ამერიკის პრეზიდენტი, მისი კაბინეტი და მრჩევლები ეროვნული უსაფრთხეოების სტრატეგიას ამზადებენ ამერიკის კონგრესისთვის გადასაცემად. ეს დოკუმენტი ამერიკის ყველაზე მთავარ გამოწვევებს აყალიბებს უსაფრთხოების დარგში, ისევე როგორც ადმინისტრაციის საპასუხო დამოკიდებულებას მათთან გასამკლავებლად. მიმდინარე წლის 27 მაისს, ობამას ადმინისტრაციამ ამ ათწლეულში რიგით მესამე ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გამოქვეყნა. ობამას ხელისუფლებისთვის ეს პრველი ანალოგიური დოკუმენტია.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი ჰლინტონმა, ამ დოკუმენტზე საუბრისას, აღნიშნა, რომ ამერიკის უმთავრესი ამოცანებია: უსაფრთხოება, ,კეთილდღეობა, ამერიკული ღირებულებების დეფინიცია და გავრცელება და სამართლიანი და მდგრადი საერთაშორისო წესრიგის უზრუნველყოფა. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს რომ მსოფლიო დღეს ბევრად განსხვავებულია:

„დღევანდელი მსოფლიო არ არის მხოლოდ დაპირისპირება ქვეყნებს შორის, არამედ ეს არის მსოფლიო სადაც ახალი და გართულებული საფრთხეები გვემუქრება, რომელბიც ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ახდენს გავლენას. ესენია ტერორიზმი, ბირთვული საფრთხე და გავრცელება, კლიმატის ცვლილება, კიბერ უსაფრთხოება, ენერგო პრობლემები და ბევრი სხვა.“აღნიშნა ჰილარი კლინტონმა და დასძინა: „ამ ფონზე, ამერიკის ამოცანაა დღევანდელობისა და მომავლის ლიდერის როლი გამოკვეთოს, რამეთუ ამერიკის ასეთი ხელმძღვანელობა დღეს არანაკლებ საჭროა. პირიქიით, უფრო მეტად არის მიზანშეწონილი. ფაქტი ჯიუტია, აცხადებს კლინტონი, ვერცერთი გლობალური გამოწვევა ვერ დაიძლევა ამერიკის გარეშე.“

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიხედვით, ობამას ადმინისტრაცია ითვალისწინებს გლობალური გამოწვევების დაძლევას--ძალადობრივი ექსტრემიზმისა და, ბირთვული იარაღის გავრცელების შეჩერების, ბირთვული მასალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, , კლიმატის ცვლილების დაძლევის, გლობალური დემოგრაფიული ბუმის შეჩერების, უცხოეთის ქვეყნების დახმარების, კონფლიქტის პრეენციის და მისი შედეგების ლიკვიდაციის ჩათვლით.

ამ მიზნების მისაღწევად, ამერიკა მის ტრადიციულ მოკავშრეებთან იმუშავებს, მათ შორის ჩინეთთან, ინდოეთთან და რუსეთთან.

XS
SM
MD
LG