ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, საგანგებო მოხსენებისას ვაშინგტონში მდებარე ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში, მსოფლიოში შიდსის პრევენციის მიმართულებით ამერიკის მხარდაჭერის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
ანალიტიკოსების თქმიგ, მათ ამერიკელი დიპლომატის გამოსვლაში შეერთებული შტატების მხრიდან ამ ინიციატივების დაფინანსების შემცირების შესაძლებლობა ამოიკითხეს.
ამერიკის საგარეო დახმარებით მიმდინარე ერთერთი პროგრამა სახელწოდებით „პეპფარი“-რომელიც შიდსის დაავადების სფეროში მილიარდობით დოლარის ღირებულების პროექტია და ჯერ კიდევ ბუშის ადმინისტრაციის დროს დაიწყო, შესაძლოა შეიკვეცოს იმ ფონზე როცა ამერიკის კონგრესი საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას ცდილობს.
კლინტონის განცხადებით, ანტი რეტროვირუსული მედიკამენტები რომლებიც აღნიშნული პროგრამის მეშვეობით არის უზრუნველყოფილი აფრიკის კონტინენტზე მილიონობით ადამიანს შიდსის დაავადების პრევენციაში ეხმარება. პროგრამის სხვა ასპექტები კი ასევე მილიონობით ადამიანს ინფიცირების შემთხვევებისგან იცავს.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით, ამ დაავადების წინააღმდეგ მიღწეული პროგრესი შეუძლებელი იქნებოდა რომ არა ამერიკის წამყვანი როლი.
კლინტონი: „ამერიკელი ხალხის გასაგონად ვამბობ, რომ ამერიკამ ამ ძალისხმევაში წამყვანი როლი შეასრულა. ეს ამერიკის მოქალაქეების გადასახადებით დაფინანსებული წარმატებაა და ჩვენ ეს ძალისხმევა არ უნდა შევასუსტოთ.“
ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანახმად, ამერიკის მიერ დაფინანსებული პროგრამით ნამდვილი გარდასახვა მოხდა ამ დაავადებასთან ბრძოლაში, წარმატება, რომლის წყალობითაც პრაქტიკულად არცერთი ბავშვი ამ ვირუსით არ იბადება, დაავადების გადადების რისკი საგრძნობლად შემცირებულია და მკურნალობა კი ბევრად უფრო მეტად ხელმისაწვდომი, რაც დაავადების მქონე ადამიანებს მისი გავრცელების თავიდან აცილებაში უწყობს ხელს.
კლინტონი: „ამ მიზნის მიღწევა წარმოუდგენელი იყო რამდენიმე წლის წინ. დღეს კი სამეცნიერო დარგში მიღწეული პროგრესის შემდეგ, რომელსაც ამერიკის მთავრობა აქტიურად აფინანსებდა, ამაზე ლაპარაკი თამამად შევვიძლია. ამ მიზნების განხორციელება პრაქტიკაში ახლა რეალობაა ობამას ადნმინისტრაციისა დ მისი პარტნიორების დახმარებით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მაინც შორს ვართ პრობლემის სრულყოფილი დაძლევისგან, თამამად ვაცხადებთ რომ დანამდვილებით ვიცით რა გზა უნდა გავიაროთ ამ მიზნის მისაწევად.“
ამერიკელმა დიპლომატმა დასძინა, რომ ამერიკის მთავრობა დამატებით 60 მილიონს გაიღებს შიდსის პრევენციის, მკურნალობისა და ინფიცირების ახალი შემთხვევების აღსაკვეთად. ამასთან, ამერიკა სხვა ქვეყნებს ანალოგიური ფინანსური ვალდებულებების აღებას თხოვს
კლინტონი: „ბუნებრივი რესურსებით მდიდარმა ქვეყნებმა თავიანთი წვლილი უნდა გაიღონ ამ ძალისხმევის დასაფინანსებალდ. ახლა ამ პროცესზე მხოლოდ შორიდან დაკვირვება გამანადგურებელ შედეგებს მგოვიტანს. მოქმედება კი ადამიანებს გადაარჩენს და ჩვენ სხვების დახმარების მიზნით, უპრეცედენტო შესაძლებლობას მოგვანიჭებს.
ჩვენი, როგორც პროგრესული ქვეყნების მოვალეობაა, შეძლებისდაგვარად ამ პრობლემის დაძლევაში მივიღოთ მონაწილოება.“
და ბლოს, კლინტონმა დასძინა, რომ ამერიკის საპატიო ელჩი მსოფლიოში შიდსის წინააღმდეგ ბრძოლისა და ცნობადობის ამაღლების საქმეში პოპულაურლი ამერიკელი კომედიანტი და სატელევიზიო პროგრმაის წამყვანი ელენ დეჟენერესი გახდება. კლინტონის თქმით, შემთხვევითი არ არის რომ ელენს სოციალურ ქსელ „თვითერში“ რვა მილიონი მიმდევარი ჰყავს და რომ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ პოპულარული ტელეწამყვანი ანალოგიური რაოდენეობის მხარდამჭერის მობილიზებას შეძლებს შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში.