ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსწავლეების გლობალური პროტესტი კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ

ასობით ათასი მოსწავლე გამოვიდა პარასკევს გამართულ გლობალურ აქციაზე, მსოფლიოს 100 ქვეყნის, 1700-ზე მეტ დასახლებაში. სკოლის მოსწავლეების აქციის მასშტაბი, რომელიც ზაფხულში, შვედეთში, ერთი გოგონას პროტესტით დაიწყო, კლიმატური ცვლილებების საკითხზე ცნობადობის გაზრდისკენ არის მიმართული.

"ჩემმა თაობამ ვერ შეძლო კლიმატური ცვლილების დრამატულ გამოწვევებზე ადეკვატური პასუხი გაეცა"- წერს "გარდიანში" ანტონიო გუტიერეში, გაეროს გენერალური მდივანი. "ეს ახალგაზრდებმა სიღრმისეულად შეიგრძნეს. არ არის გასაკვირი, რომ ისინი გაბრაზებულები არიან".

დაწვრილებით ნახეთ "ამერიკის ხმის" სიუჟეტში: მოსწავლეები კლიმატის ცვლილებებს აპროტესტებენ


მეტის ჩატვირთვა

XS
SM
MD
LG