ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლიმატური ცვლილებები და სტიქია


კლიმატური ცვლილებები და სტიქია

ამ ბოლო დროს გახშირებული წყალდიდობები, ქარიშხლები და არნახული სიცხე დედამიწაზე მომხდარი კლიმატური ცვლილებების შედეგია, თუ უბრალო შემთხვევითობა. ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ამერიკის ხმის კორესპონდენტი რებეკა ვორდი შეეცადა.

წელს უჩვეულოდ ცხელი ზაფხული იყო ჩვენი პლანეტის ჩრდილოეთ ნაწილში. სიცხესთან ერთად ატლანტიკის და წყნარი ოკეანის მთელ რიგ რაიონებში ძლიერი ქარიშხლები ბობოქრობდნენ, ტყის ხანძრებთან და წყალდიდობებთან ერთად.

მოსკოვი და მისი შემოგარენი პაპანაქება სიცხის შემდეგ ხანძრების რკალში გაეხვია. პაკისტანში მომხდარმა წყალდიდობამ კი 20 მილიონი ადამიანი დააზარალა და ქვეყნის ერთი მეხუთედი მოიცვა.

როგორც გლობალური კლიმატური ცვლილებების ცენტრის წარმომადგენელი ჯეი გულიჯი ამბობს:“ ეს უკანასკნელი 150 წლის მანძილზე ყველაზე ცხელი წელიწადი იყო. გლობალური დათბობა განსაკუთრებით ამ ბოლო 50 წლის განმავლობაში აღინიშნება.“

როგორც ჯეი გულიჯი აცხადებს, რომელიმე კონკრეტულ მოვლენას პირდაპირ ვერ დაუკავშირებ კლიმატურ ცვლილებებს, მაგრამ გლობალური დათბობა რომ ამინდზეც მოქმედებს ამას ვერავინ უარყოფს. მისი თქმით:“ რაც უფრო დიდი სიცხეა მით უფრო იზრდება გვალვების, ქარიშხლების და წყალდიდობების ალბათობა.“

ჯეიმს კარტონი მერილენდის უნივერსტეტიდან ეთანხმება ამ თვალსაზრისს. მისი თქმით გლობალური დათბობა სავსებით რეალური მოვლენაა, რაც განაპირობებს ტროპიკული ქარიშხლების გახშირებას:“ ეს ძალიან მარტივად აიხსნება. მსოფლიო ოკეანის ტემპერატურა იზრდება და რადგან ეს ასეა და უფრო მეტი წყალი ორთქლდება შესაბამისად იზრდება ქარიშხალთა რიცხვიც.“

თუმცა კატოს ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი პატრიკ მაიკლსი ამ კავშირს ეჭვის ქვეშ აყენებს. მისი თქმით:“ 2010 წლის აგვისტოში ტროპიკული ციკლონების ინდექსი ყველაზე დაბალი იყო 1979 წლის შემდეგ მიუხედავად იმისა რომ ტემპერატურა მართლაც იზრდება ჩვენს პლანეტაზე.“

გლობალურ დათბობას მეცნიერები ატმოსფეროში ნახშიროჟანგის მატებით ხსნიან, რაც ავტომობილების გამონაბოლქვით და ქვანახშირის წვით არის გამოწვეული. მათი მტკიცებით, რაც უფრო მეტი სათბური გაზი იხარჯება, დედამიწაზე მით უფრო იზრდება ტემპერატურა. მაგრამ პატრიკ მაიკლსი ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ხედავს:“ თუ დავაკვიდებით ტემპერატურის მატების შკალას და შევადარებთ მასმედიაში და გაეროს შესაბამის სტრუქტურებში გამოთქმულ პროგნოზებს დავინახავთ, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება. თანამედროვე ტექნოლიგია მომავალი 100 წლის განმავლობაში იმდენად განვითარდება, რომ ენერგიის გამომუშავების ამჟამინდელი ფორმებით ალბათ აღარავინ ისრაგებლებს.“

XS
SM
MD
LG