ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ მხარს უჭერს მსოფლიოში სამოქალაქო სექტორს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგს იწყებს, რომელშიც ყველა კონტინენტის აქტივისტები მონაწილეობენ. ბევრმა დისკუსიაში ჩართვა ვერ შეძლო, რადგანაც საკუთარ ქვეყნებში ადამიანის უფლებებისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლით არიან დაკავებულები. „ჩვენ ეკრანზე ვნახეთ მათი შემართება, ტუნისის და ქაიროს ქუჩებში. ჩვენ დიდი მოლოდინით ვუყურებდით მათ დგომას საკუთარი უფლებების დასაცავად,“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

ახლო აღმოსავლეთში ხალხი მთავრობებისგან უფრო მეტ გახსნილობას, პასუხისმგებლობას და ანგარიშვალდებულებას ითხოვს. მათ სურთ, რომ საკუთარ ბედი თავად გადაწყვიტონ. ისინი ფუნდამენტურ ადამიანის უფლებას ითხოვენ, და ხალხის მოთხოვნების დაკმაყოფილება მთავრობების ინტერესში შედის.

„შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიულ ცვლილებას. ეს ჩვენს ღირებულებებს და ფასეულობებს თანხვდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ მოქალაქეებს, ვისაც სურთ, რომ მათი მთავრობები უფრო გამჭვირვალე და პასუხისმგებელი იყოს. ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა ადამიანის უნივერსალურ უფლებას იცხოვროს თავისუფლად და ქონდეს ხმის უფლება. და ჩვენ გვსურს ყველა პარტნიორთან, მთავრობებთან, კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობა რათა ეს ცვლილებები გახდეს რეალური, “ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

შეერთებული შტატები იმ მთავრობების მეგობარი იქნება, ვინც დემოკრატიულ ცვლილებებს ახორციელებენ. შეერთებული შტატები ასევე გააგრძელებს მუშაობას სამოქალაქო სექტორთან, რომელზეც დამოკიდებულია მთავრობის პასუხისმგებლობა, პატიოსნება და ეფექტურობა.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, შეერთებული შტატები აპირებს გააორმაგოს ფინანსური მხარდაჭერა სამოქალაქო სექტორისთვის, რათა დაეხმაროს იმ აქტივისტებს, ვინც დაპატიმრებულია, ვისაც აშინებენ, ჟურნალისტებს, ვის სიტყვის უფლებასაც ზღუდავენ.

ამ ყველაფერზე საერთაშორისო ფონდს მყისიერი რეაქცია ექნება.

შეერთებული შტატები მოწოდებულია შეასრულოს სასიცოცხლო როლი სამოქალაქო სექტორის განვითარებაში. როგორც სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, მოქალაქეთა უფლებით აღჭურვა საზოგადოების წინსვლის გარანტიაა.

XS
SM
MD
LG