ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლას კრძალავს


ჩინეთის ხელისუფლება, დროებით, სხვა ქვეყნებიდან ფრენებს კრძალავას. აკრძალვა ხვალ, გვიან ღამით შევა ძალაში. მისი მიზანია, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილება, ვინაიდან ქვეყანაში ახლა ვირუსის უცხოეთიდან შემოტანის და გადადების შემთხვევები ფიქსირდება.

ოფიციალური პირების განმარტებით, ამ წესიდან გამონაკლისი მხოლოდ დიპლომატები იქნებიან. შესაძლოა, რომ გამონაკლისი შეეხოს, ასევე "გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროების მქონე" პროფესიებისა და სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანებსაც.

იანვარში ჩინეთმა ყველა სახის ფრენა აკრძალა ჰუბეის პროვინციაში, როლის დედაქალაქი ვუჰანიც, ეპიდემიის გავრცელების ცენტრი იყო. თუმცა, დღევანდელი მონაცმებით, ჩინეთზე მეტი ვირუსის დადასტურებული შემთხვევა იტალიასა და ამერიკას აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG