ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი უიღურებს ავიწროებს


ხინჯიანგის რეგიონი თურქულ ენაზე მოსაუბრე მუსლიმი უიღურებით არის დასახლებული

განდევნილი უიღურების ჯგუფი აცხადებს, რომ ჩინეთის მთავრობამ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ხინჯიანგის რეგიონი პოლიციის ტერიტორიად გადააქცია. ეს მას მერე მოხდა, რაც სამი წლის წინ ეთნიკურ უიღურებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა.

ვაშინგტონში მდებარე მსოფლიოს უიღურთა კონგრესის პრესცენტრის განცხადებით, ბოლო დღეებში ხინჯიანგის რეგიონში უშიშროების ძალებმა ქუჩებში პატრულირება გააძლიერეს და მოქალაქეებს საომარ პირობებში ამყოფებენ.

ოთხშაბათს, ხინჯიანგის რეგიონის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი ჟანგ ჩუნხიანი უშიშროების ძალების წარმომადგენლებს შეხვდა და მოუწოდა მათ, სეპარატისტების, ექსტრემისტების და ტეორორისტების მიმართ უმკაცრესი ზომები გაატარონ.

ხინჯიანგის რეგიონი დასახლებულია თურქულ ენაზე მოსაუბრე მუსლიმი უიღურებით, რომლებიც, როგორც თავად ამბობენ, პეკინის პოლიტიკის გამო საკუთარ მიწაზე ეროვნულ უმცირესობად იქცნენ.




XS
SM
MD
LG