ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი ვიზიტს განაგრძობს


ჩინეთთან ურთიერთთანამშრომლობა ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკის ერთერთი ძირითადი ნაწილია

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი პეკინში ჩავიდა, სადაც ჩინეთსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის სამხრეთ ჩინეთის ზღვის ტერიტორიული პრობლემის მოგვარებას შეეცდება.

კლინტონი ჩინელ კოლეგას, იანგ ჯიეჩის შეხვდა, რომელსაც ვაშინგტონის პარტნიორობის სურვილი გადასცა. მან ასევე დასძინა, რომ ჩინეთთან თანამშრომლობა ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს პეკინს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციასთან ითანამშრომლოს, რაც მას ტერიტორიული პრობლემების დაძლევასა და გადაწყვეტაში დაეხმარება.


XS
SM
MD
LG