ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი შეერთებული შტატების კრიტიკას არ ეთანხმება


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა

ჩინეთმა უარყო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტინის კრიტიკა, რომელმაც პეკინი და მოსკოვი სირიის კონფლიქტის გაღვივებაში დაადანაშაულა, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერის გამო.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა.
პარასკევს, პარიზში გამართულ შეხვედრაზე ქალბატონმა კლინტონმა, რუსეთი და ჩინეთი სირიაში სამშვიდობო პროცესის ხელის შეშლაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, ეს ქვეყნები გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებით სარგებლობენ და სირიასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას ბლოკირებას უკეთებენ, რაც ბაშარ ასადის რეჟიმის გაძლიერებას უწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG