ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორუფცია ჩინეთში


ბრალდება რკინიგზის ყოფილი შეფის წინააღმდეგ

ჩინეთის რკინიგზის ყოფილ მინისტრს, რომლის სახელსაც ქვეყანაში რკინგიზის სწრაფი განვითარება და გაფართოვება უკავშირდება, კორუფციასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი. ლიუ ჟიჩუნის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შესახებ ოფიციალური სააგენტო „სინხუა“ იუწყება. ჯერჯერობით სხვა დეტალები ცნობილი არ არის. ლიუ ჟიჩუნი თანამდებობიდან 2011 წელს გათავისუფლდა და ამის მიზეზად დისციპლინის დარღვევა დასახელდა. სახელმწიფო მედია მისი მექრთამეობის და კონტრაქტების უკანონოდ გაფორმების შესახებ წერდა.
XS
SM
MD
LG