ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის გაუჩინარებული ლიდერი


59 წლის სი ძინპინი რამდენიმე კვირაში ქვეყნის და პარტიის ახალ ლიდერად უნდა გამოცხადდეს

ჩინეთის მედიაში ვიცე-პრეზიდენტი სი ძინპინი პირველად ახსენეს. ბოლო 12 დღის მანძილზე გაუჩინარებული ლიდერის შესახებ ოფიციალურ წყაროებში აქამდე არაფერს ამბობდნენ.

ძინპინი ჩინეთის სხვა ლიდერებთან ერთად ოფიციალურ სამძიმარში იყო მოხსენიებული, რომელიც კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ცნობილი წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელდა. სამძიმარს არც ვიცე-პრეზიდენტის ფოტო ახლავს თან და არც მისი ციტირება ხდება.

59 წლის სი ძინპინი რამდენიმე კვირაში ქვეყნის და პარტიის ახალ ლიდერად უნდა გამოცხადდეს. უცხოეთის მედია მისი გაუჩინარებით მას შემდეგ შეშფოთდა, რაც ძინპინმა ყველა ოფიციალური შეხვედრა, მათ შორის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მიღება გააუქმა.
XS
SM
MD
LG