ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზიური ქვეყნების შეიარაღება გაძლიერდა


ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტი 2000 წლის შემდეგ გაოთხმაგდა

ახალი კვლევები აჩვენებს, რომ სამხედრო შეიარაღების მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩინეთის ლიდერობით, მსოფლიოში ხუთი აზიური სახელმწიფო დაწინაურდა

კვლევა ორშაბათს, 15 ოქტომბერს, ვაშინგტონში განთავსებულმა სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლების ცენტრმა გამოსცა. ცენტრის განცხადებით, ჩინეთმა თავდაცვის ბიუჯეტი 2000 წლის შემდეგ გააოთხმაგა. ინდოეთმა, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და ტაივანმაც ასევე გაზარდა თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება.

კვლევამ გამოავლინა კონტრასტი შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან მიმართებაში, რადგან ამ ქვეყნების ბიუჯეტები ბოლო წლებში განსაკუთრებით შემცირდა.
XS
SM
MD
LG