ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ამბობს, რომ კომპანიებს სხვა ქვეყნებზე ჯაშუშობას არასდროს სთხოვს


ჩინეთის პრემიერი ლი კექიანგი

ჩინეთში უმაღლესი დონის ყოველწლიური პოლიტიკური შეხვედრა, სახელწოდებით, “ორი სესია,” ვაშინგტონის მიმართ პოზიტიურ ნოტაზე დამთავრდა. პეკინმა დაადასტურა მზადყოფნა, რომ ამერიკასთან სავაჭრო დაპირისპირების გადაჭრა სურს და რომ ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას დაიწყებს.

პრემიერმა ლი კექიანგმა შეუფარავად უარყო ამერიკის ბრალდება, რომლის თანახმადაც ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი “ჰუავეი” ამერიკის უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს. მისი თქმით, პეკინი “არასოდეს” სთხოვს ჩინურ კომპანიებს სხვა ქვეყნებზე იჯაშუშონ.

სახალხო ეროვნული კონგრესის დახურვის შემდეგ, პრემიერმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, ჩინეთის ავტორიტარული მთავრობის მიერ, “პუავეის” სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, პოლიტიკური მიზნებით გამოყენებასთან დაკავშირებით.

ამერიკის შეერთებული შტატები საჯაროდ საუბრობს საფრთხეებზე, რომლებსაც ჩინური კომპანია ქვეყნებს გლობალურად შეიძლება უქმნიდეს. ამერიკისთვის ყველაზე დიდი თემა შემდეგი თაობის (5G) მობილური ქსელია. ვაშინგტონმა “ჰუავეის” მიერ შემუშავებული 5G ტექნოლოგიის ამერიკაში გამოყენება აკრძალა და სხვა ქვეყნებსაც იგივე ნაბიჯისკენ მოუწოდა.

ამ ეტაპზე ბევრი ქვეყანა, როგორც აზიაში, ასევე ევროპაში, ამ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას იმუშავებს. ჩინეთის მთავრობა კი პირობას დებს, რომ საკუთარი კომპანიებისთვის არც წარსულში უთხოვია სხვა ქვეყნებზე ჯაშუშობა და ამას არც მომავალში გააკეთებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG