ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ჩინელი ტურისტების რაოდენობამ იმატა


ამერიკაში ჩინელი ტურისტების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა. ეს კი ტურიზმთან დაკავშირებული ამერიკული ბიზნესების განვითარებას უწყობს ხელს.

2004 წელს ამერიკის საკონსულო სამსახურის მიერ ჩინეთის მოსახლეობაზე 203 ათასი ტურისტული ვიზა იყო გაცემული, უკანასკნელი მონაცემების თანახმად კი, ეს რაოდენობა 1.1 მილიონ ადამიანამდე გაიზარდა.

ამერიკაში შემოსული ტურისტების რაოდენობით ჩინეთი რიგით მეცხრე ქვეყანაა. ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის ტურიზმის განყოფილების დირექტორი რონ ერდმანის თქმით, ჩინელი ტურისტები ამერიკის ეკონომიკას სტიმულირებას უკეთებენ.

ერდმანი აცხადებს, რომ 2011 წელს ჩინელმა ტურისტებმა ამერიკაში 5.7 მილიარდი დოლარი დახარჯეს - ამ თანხაში შედიოდა როგორც თვითმფრინავის ბილეთის ღირებულება, ასევე ამერიკაში სასტუმრო, კვება, ქვეყნის შიგნით მოგზაურობა და ვაჭრობა.

XS
SM
MD
LG