ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის ახალი ელჩი აშშ-ში: ურთიერთობების კარი არ უნდა დაიხუროს


ჩინეთის ახალი ელჩი ამერიკაში, ჩინ განგი უკვე ვაშინგტონშია და მან ამერიკას კოვიდ-19-თან ბრძოლაში გამარჯვება უსურვა. ძლიერ დაძაბული ურთიერთობების პირობებში, ახალმა ელჩმა ოპტიმისტური განცხადებები გააკეთა და თქვა, რომ ორმხრივ ურთიერთობებს დიდი პოტენციალი აქვს.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი სულ რამდენიმე დღის წინ ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტიანჯინში ჩავიდა. ჩინელ ოფიციალურ პირებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მან თქვა, რომ მეორე მხარე დათმობაზე უნდა წავიდეს, რათა კავშირები გაუმჯობესდეს.

ჩინი 55 წლის დიპლომატია და ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე მსახურობდა. მანამდე კი ასევე ევროპასთან ურთიერთობებსა და პროტოკოლის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ის ამერიკაში ყველაზე ხანგრძლივად მყოფ ელჩს ცვლის, რომელმაც გასულ თვეში 8 წლიანი სამუშაოს შემდეგ განაცხადა, რომ ვაშინგტონს ტოვებდა. ახალმა ელჩმა თქვა, რომ მას სჯერა, ამერიკისა და ჩინეთის ურთიერთობების კარი ღიაა და "არ უნდა და არც შეიძლება, რომ დაიკეტოს."

XS
SM
MD
LG