რუსული მედიის ინფორმაციით ჩინეთსა და მოსკოვს შორის სამხედრო საკითხებზე შეთანხმება სულ მალე ძალაში შევა, რომლითაც ჩინეთის საჰაერო ძალებს 48 ახალი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი შეემატება.
გაზეთ „კომერსანტის“ თანახმად აღნიშნული შეთანხმება ოთხი მილიარდი დოლარის ღირებულებისაა, რომლის ხელმოწერის შემთხვევაში, ორ ქვეყანას შორის, ყველაზე დიდი პროექტი განხორციელდება.