ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი გმობს ამერიკის ბრალდებებს


თვითდაწვის გახშირებულ შემთხვევებს აშშ-ის ოფიციალური პირები ჩინეთის მკაცრ პოლიტიკას აბრალებენ

ჩინეთმა მკაცრად დაგმო აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც შეეხებოდა ტიბეტის მიმართ პიკინის მკაცრ პოლიტიკას. მათი განცხადებით, თვითდაწვის გახშირებული შემთხვევები წორედ მსგავსი პოლიტიკის შედეგია.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის, ჰონგ ლეის განცხადებით, ამერიკელი ოფიციალური პირების მხრიდან ეს იყო "ამაზრზენი ბრალდება", ხოლო ტიბეტის საკითხს არაფერი აქვს საერთო არც ადამიანის უფლებებთან, არც ეთნიკურობასთან და არც რელიგიასთან.
ჰონგმა გაიმეორა ოფიციალური პეკინის პოზიცია, რომ ტიბეტის სულიერი ლიდერი დალაი ლამა და მისი მხარდამჭერები აქეზებენ თვითდაწვას, რათა ჩინთზე განხორციელდეს ზეწოლა და ამ უკანასკნელმა დაკარგოს ტიბეტზე კონტროლი.


XS
SM
MD
LG