ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი საპასუხო ტარიფების დაწესებას გეგმავს


ჩინეთი აცხადებს, რომ ის იძულებულია ტარიფებთან დაკავშირებით „აუცილებელი კონტრ-თავდასხმა“ განახორციელოს შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ეს, ჩინეთის პოზიციით, მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ვაშინგტონმა მილიარდობით დოლარის ოდენობის ჩინურ პროდუქტზე დააწესა ტარიფები.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 25 %-იანი ტარიფი 800-ზე მეტ ჩინურ პროდუქტს დაუწესა. ტარიფები ვაშინგტონის დროით პარასკევს, შუაღამეს ამოქმედდა, რაც ე.წ. სავაჭრო ომის დაწყებაზე მიანიშნებს.

ჩინეთი ვაშინგტონს „სავაჭრო ბულინგში“ ადანაშაულებდა და აფრთხილებდა, რომ ტარიფების დაწესებამ შესაძლოა მსოფლიო ბაზარზე დიდი აურზაური გამოიწვიოს. პეკინის განცხადებით, ის დაუყოვნებლივ აამოქმედებს საპასუხო სანქციებს. ჩინეთის კომერციის მინისტრმა განაცხადა, რომ ჩინური მხარე არ დგამდა პირველ ნაბიჯს, „ არ ისროდა პირველი“, მაგრამ ხალხისა და ქვეყნის ინტერესების დასაცავად, ისინი იძულებულნი იქნებიან საპასუხო თავდასხმა განახორციელონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG