ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჩაინათაუნი" ნიუ-იორკში - "ოქროს ციებ-ცხელების" პირმშო


ჩინური კვარტალი, მანჰეტენი, ნიუ-იორკი.
ჩინური კვარტალი, მანჰეტენი, ნიუ-იორკი.

ნიუ-იორკის „ჩაინათაუნის“ ისტორია, 1800-იანი წლების მეორე ნახევარში იწყება. ისტორიული ცნობებით, ნიუ-იორკში მათი დასახლება, ოქროს ციებ-ცხელების დროს, დასავლეთში გაღვივებულმა ანტი-ჩინურმა განწყობებმა მოიტანა შედეგად. კალიფორნიაში, ჩინელი ოქროსმაძიებელი მოსახლეობის შევიწროვება, ძირითადად სამუშაო ადგილების შემცირების შემდეგ დაიწყეს. ამგვარად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან ფრანცისკოს შემდეგ, ყველაზე ძველი ჩინური დასახლებები ნიუ-იორკში შეიქნა.

ნიუ-იორკის ჩინურ დასახლებებს შორის, ერთ-ერთი პირველი, მანჰეტენის ქვემო აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. თუმცა მასზე დიდი ჩინური კვარტლები ქუინსსა და ბრუკლინშია განლაგებული.

ჩინური კვარტალი, მანჰეტენი, ნიუ-იორკი.
ჩინური კვარტალი, მანჰეტენი, ნიუ-იორკი.

მანჰეტენის ჩინური კვარტალი, ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს იწევს. სწორედ ამიტომ, მკვლევარები ამბობენ, რომ ავთენტური ჩინური უბნების სანახავად, ბრუკლინსა და ქუინსს უნდა ეწვიოთ. მიუხედავად ამისა, მანჰეტენის ჩინური დასახლება, თავისი სიძველით მუდამ ყურადღების ცენტრში რჩება.

ჩინური დასახლების მთავარი მახასიათებელი, ჩინური სამზარეულოა. კვარტალი ცნობილია ზღვის პროდუქტების ბაზრებითა და რესტორნებით, საიუველირო ნაწარმის, ტრადიციული ჩინური სამოსისა და აქსესუარების მაღაზიებით.

ჩინური კვარტალი, ნიუ-იორკი
ჩინური კვარტალი, ნიუ-იორკი

ბაზარი ჩინურ კვარტალში, ნიუ-იორკი
ბაზარი ჩინურ კვარტალში, ნიუ-იორკი

Facebook Forum

XS
SM
MD
LG