ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელი ბირთვულ საკითხებში აცხადებს, რომ ფხენიანი აგრძელებს დასახული ამოცანის განხორციელებას, რომელიც ამ თვეში კოსმოსში რაკეტის გაშვებას გულისხმობს. ჩრდილოეთ კორეელი დიპლომატი რი გუნი დღეს ჩინეთის დედაქალაქში გერმანიიდან ჩავიდა, სადაც ამ საკითხზე ამერიკელ ოფიციალურ პირებს შეხვდა. ფხენიანის სარაკეტო ამბიციების ირგვლივ საერთაშორისო დაძაბულობა იზრდება. ფხენიანის განცხადებით, კოსმოსში რაკეტის გაშვება მიზნად ისახავს ორბიტაზე ამინდის პროგნოზირების სატელიტის განთავსებას. თუმცა, შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა და სხვა ქვეყნები ფიქრობენ, რომ ფხენიანი შორი რადიუსის რაკეტის გამოცდას გეგმავს.

XS
SM
MD
LG