ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ჩინეთშია


ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჯონგ ილი ჩინეთის სამხრეთ ქალაქ ჟანში დღეს დილით ჩავიდა, მას შემდეგ რაც მეზობელი და მოკავშირე ქვეყნასთან არსებული საზღვარი გადაკვეთა. მან ის სკოლა მოინახულა, სადაც მამამისი, კიმ ილ სუნგი სწავლობდა.

ბიკ სეუნგ ჯო, თავდაცვის სფეროს სეულში მდებარე კერძო კვლევითი ცენტრის ექსპერტია. მისი აზრით, კიმი უფროსი ჩინეთში ფხენიანში რეჟიმის სტრუქტურის ცვლილებებთან დაკავშირებით სასაუბროდ ჩადის. გასულ თვეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია კიმ ჯონგ ილის მიერ ვაჟისთვის კიმ იონგ უნისთვის ძალაუფლების გადაბარების შესახებ.

კიმ ჯონგ ილის ვიზიტისას მაისში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა კომენატრი მხოლოდ ვიზიტის დასრულების შემდეგ გააკეთა, თუმცა მაშინაც კი დანამდვილებით არ დაუდასტურებია კიმის პეკინში ყოფნა, მისი განცხადებით:

“ყველა ქვეყანა ვიზიტის ორგანიზებას არსებული სიტუაციიდან გამომგინარე ახდენს.”

სამხრეთ კორეის ტელევიზია იტყობინება, რომ მამას ვაჟი კიმ იონგ უნიც, რომელიც მის მემკვიდრედ მოიაზრება, თან ახლავს.

XS
SM
MD
LG