ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისტორიაში პირველად ჩინეთმა მთვარეზე ხომალდი გაგზავნა


ისტორიაში პირველად, ჩინეთმა მთვარეზე ხომალდი "ჩანე5"-ი გაგზავნა, რომელიც დანიშნულების ადგილზე 29 ნოემბერს ჩავა. მისია, ჩინეთის ცნობით, ამ დროისთვის წარმატებით მიმდინარეობს და უპილოტო სადგური უკვე წარმატებით გამოეყო ძირითად ღერძს.

ჩინეთი "ჩანე5"-ით იმ ტერიტორიის შესწავლას გეგმავს, რომელიც მეცნიერებს ჯერ შესწავლილი არ აქვთ, საუბარია "ქარიშხლების ოკეანეზე".

"ქარიშხლების ოკეანე" მთავარეზე ერთ-ერთ ყველაზე რთულ ტერიტორიად არის მიჩნეული და ჩინეთის გეგმა ძალიან ამბიციურია. ამერიკულმა "ნასამ" უკვე გაავრცელა განცხადება, სადაც იმედი არის გამოთქმული, რომ ჩინელი მეცნიერები მიღებულ ცოდნას სხვა ქვეყნებსაც გაუზიარებენ.

თუ მისია წარმატებით ჩაივლის, ჩინეთი მესამე ქვეყანა იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის (ახლა უკვე რუსეთის) შემდეგ, რომელიც მთვარეზე გაფრინდა და ჩამოიტანა მთვარის ზედაპირის ნიმუშები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG