ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გასულ წელს სიკვდილით ყველაზე მეტი ადამიანი  ჩინეთში დასაჯეს


ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ აცხადებს, რომ ჩინეთი ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც სიკვდილით დასჯის რიცხვი იზრდება, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში სიკვდილით დასჯა გასულ 2016 წელს 37 პროცენტითაა შემცირებული.

ჩინეთი, ბელორუსი და ვიეტნამი - ამ სამი ქვეყნის მთავრობები სიკვდილით დასჯის შემთხვევების რეალურ მაჩვენებლებს არ ასაჯაროებენ და ამბობენ, რომ ეს სახელმწიფო საიდუმლოა.

თუმცა „საერთაშორისო ამნისტიის" ექსპერტებმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციაზე და ავტორიტეტული სანდო წყაროების მიერ მოწოდებულ ცნობებზე დაყრდნობით დაასკვნეს, რომ მიუხედავად ამ სისტემის რეფორმირების 10-წლიანი მცდელობისა, ჩინეთში კვლავ ყველაზე მეტ ადამიანს სჯიან სიკვდილით.

„ამნისტიის“ მიერ 23 ქვეყნიდან შეგროვებული ინფორმაციის მიხედვით, სიაში მეორე ადგილს ირანი იკავებს, სადაც გასულ წელს სიკვდილით 567 ადამიანი დასაჯეს. საუდის არაბეთში - 154, ერაყში - 88 და პაკისტანში კი - 87.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში სიკვდილით დასჯის საშუალო მაჩვენებელი 2016 წელს წინა წელთან შედარებით შემცირებული იყო, ის კვლავ აჭარბებდა ბოლო 10 წლის საშუალო მონაცემს.

ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები, ჯაშუშობა, მოტაცება, გაუპატიურება, ღვთისგმობა, ღალატი და შპიონაჟი - ესაა ის დანაშაულები, რომელთა გამოც ყველაზე ხშირად სჯიდნენ ადამიანებს სიკვდილით. დასჯის მთავარი მეთოდები კი თავის მოკვეთა, ჩამოხრჩობა, სასიკვდილო ინექცია და დახვრეტა იყო.

ამერიკის შეერთთებულ შტატებს 1991 წლის შემდეგ სიკვდილით დასჯის ყველაზე დაბალი მონაცემი სწორედ შარშან ჰქონდა. შტატებში 20 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. და 2016 წელი პირველი იყო, როცა ამერიკა ამ რეიტინგის პირველ 5 სახელმწიფოს შორის აღარ მოხვდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG