ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ინტერნეტის შეზღუდვას ცდილობს


ჩინეთი ინტერნეტის კონტროლის საკუთარი მეთოდების ექსპორტს ახდენს მსოფლიოს გარშემო. სხვადასხვა მთავრობები პეკინის ნაბიჯებს იმეორებენ და ცდილობენ განსხვავებული აზრის და ინფორმაციის ჩახშობას ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით-, ამბობს ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“.

ორგანიზაციის ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო რვა წლის მანძილზე ინტერნეტის თავისუფლება მსოფლიოს გარშემო იზღუდება. "ფრიდომ ჰაუსის" თქმით, დემოკრატიული მმართველობა „ციფრული ავტორიტარიზმის“ საფრთხის ქვეშაა.

"ფრიდომ ჰაუსი" საუბრობს იმაზე, რომ პეკინი ონლაინ სივრცეში ინფორმაციის კონტროლის შესახებ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ატარებს სესიებს. ჩინეთმა სხვადასხვა მთავრობებს ინტერნეტ მონიტორინგის პროგრამები მიაწოდა. მთავრობამ ასევე მიიღო კანონი, რომელიც ინტერნეტის თავისუფლებას და მასზე წვდომას „ყალბი ახალი ამბების“ აღმოფხვრის მიზეზით ზღუდავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG