ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩილეში ვულკანმა გაიღვიძა


ვულკან კოპაუეს ახლომდებარე ტერიტორიიდან 2,200 ადამიანი იქნება ევაკუირებული

ჩილეში კოპაუეს ვულკანის გარშემო 25 კილომეტრის რადიუსზე ევაკუაცია გამოცხადდა.

2,965 მეტრის სიმაღლის ვულკანი არგენტინის საზღვარზე მდებარეობს. ვულკანი რამდენიმე კვირაა გააქტიურდა, თუმცა ამოფრქვევა არ მომხდარა.

ჩილეს შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრი ანდრეს ჩადვიკი აცხადებს, რომ ვულკანის ახლომდებარე ტერიტორიიდან 2,200 ადამიანი იქნება ევაკუირებული.

არგენტინის სასაზღვრო პროვინციაში ვულკანამდე მისასვლელი ოთხი კილომეტრი ჩაკეტილია.

2011 წელს ჩილეში ვულკანიდან ამოფრქვეული ფერფლის გამო არგენტინასა და ურუგვაიში ასობით თვითმფრინავის რეისი გადაიდო.
XS
SM
MD
LG