ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში კოვიდ-19-ით ბავშვთა ჰოსპიტალიზაცია მატულობს


აშშ-ში კოვიდ-19-ით ჰოსპიტალიზებული ბავშვების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა და შაბათს 1 900-ს გადააჭარბა. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების ფონზე, საავადმყოფოები გადატვირთულია.

დელტა ვარინტი, რომელიც უმეტეს წილად არავაქცინირებულ ამერიკელებში ვრცელდება, ბოლო კვირებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის საგრძნობი ზრდის მიზეზი გახდა. პედიატრიული ჰოსპტალიზაციის შესახებ მონაცემები შეერთებული შტატების ჯანდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში ჰოსპიტალიზებული პაციენტების 2.4%-ს ბავშვები შეადგენენ. 12 წლამდე ბავშვები ვაქცინაციაში ჩართულნი არ არიან. ეს მოცემულობა მათ მარტივად გავრცელებადი დელტა ვარიანტის წინაში უფრო დაუცველს ხდის.

„ეს არი არის კოვიდი, რომელიც შარშან იყო გავრცელებული. ეს კიდევ უფრო უარესია და ჩვენი შვილები არიან ისინი, ვინც ამით ყველაზე მეტად დაზარალდება“ - აცხადებს ამერიკის პედიატრთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, სალი გოზა „სიენენთან“ საუბრისას.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ბოლო კვირაში, 18-29, 30-39 და 40-49 ასაკობრივი ჯგუფების ჰოსპიტალიზების რაოდენობაც, წინა პერიოდთან შედარებით რეკორდულად გაიზარდა.

სააგენტო „როიტერის“ მონაცემებით, შეერთებულ შტატებში, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ახლა საშუალოდ 129 ათასია. ეს მაჩვენებელი, წინა ორი კვირის მონაცემებთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია. რაც შეეხება ჰოსპტალიზების მაჩვენებლებს, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ყველაზე მაღალი რაოდენობა ფიქსირდება.

მთელი ქვეყნის ჰოსპტალიზაციის მაჩვენებლის მეხუთედი ფლორიდაზე მოდის. მხოლოდ შაბათს, ფლორიდაში საავადმყოფოში 16 100 კოვიდ პაციენტი მოათავსეს.

ინფიცირების შემთხვევები განსაკუთრებით მატულობს შტატებში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უარს ამბობენ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციის შესრულებაზე. სააგენტო ვირუსის მაღალი გავრცელების არეალებში, პირბადის ტარების რეკომენდაციას ვაქცინირებულ ადამიანებსაც უწევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG