ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენსია სკოლების სანაცვლოდ


ბიუჯეტის 1 მილიარდიანი დეფიციტის გამო 2013 წლის ბოლომდე ჩიკაგოში 50 სკოლა დაიხურება

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:03:05 0:00
ბმული

ჩიკაგოში ლიმან ტრამბალის დაწყებითი სკოლის შენობაში სიჩუმეა. ოდესღაც ბავშვების ჟრიამულით სავსე საკლასო ოთახები ახლა ცარიელია. წელს ქალაქის მერის ინიციატივით, ბიუჯეტის 1 მილიარდიანი დეფიციტის თანახმად , წლის ბოლომდე ჩიკაგოს 50 სკოლა დაიხურება.

„ 1997 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ჩიკაგოში სკოლები ძირითადად შავკანიანთა რარიბ უბნებში იხურება.“

ადვოკატ მეტ ფარმერის ქალიშვილის სკოლა ჯერ არ დახურულა, მაგრამ იგი შეშფოთებულია იმ განსხვავებით, რაც თეთრკანიან და შავკანიან ბავშვთა განათლებაში შეიმჩნევა.

„მარტინ ლუთერ კინგის ცნობილი სიტყვის „მე მაქვს ოცნების“ შემდეგ 50 წელი გავიდა და ჩვენ ახლაც არ გვაქვს საშუალება ღარიბ და შავკანიან ბავშვებს ხარისხიანი განათლება მივცეთ. და ეს ხდება ახლა-ჩვენს რეალობაში.“

ჩიკაგოში დღესაც მარტინ ლუტერ კინგის სამოქალაქო მოძრაობიდან 50 წლის თანასწორობისთვის ბრძოლა გრძელდება.

„50 წლის წინა ჩიკაგოელები ქალაქის ქუჩებში თანასწორობის, განათლების, სამართლიანობის და თავისუფლების მოთხოვნით გავიდნენ.“-ამბობს როზმერი ვეგა, რომელიც სამას მშობელთან, პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ჩიკაგოს მერიის შენობასთან სკოლების დახურვას აპროტესტებს.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა, სკოლის პედაგოგიური საბჭოს წევრი არა მერის მიერ, არამედ არჩევის შედეგად დაინიშნოს.

„წევრები ჩვენ უნდა ავირჩიოთ. მათ ეცოდინებათ რა გვიჭირს და რა გვილხინს.თუ ნდობას ვერ გაამართლებენ, გადავირჩევთ. მოწაფეებისთვის,პედაგოგებისთვის და მშობლებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, თუ ვინ მართავს სკოლებს.“

ჩიკაგოს ბიუჯეტს შემცირება ქალაქში კრიმინალის ზრდას დაემთხვა. ელისონ კარტერი ორგანიზაცია“იმოქმედეს“ ხელმძღვანელია:

„ჩვენი კამპანიის პირველი ამოცანა იყო დავხმარებოდით ხალხს, ვისაც გადაუხდელობის გამო ბანკმა ბინა წაართვა. მეორე- პრობლემა მინიმალური ხელფასის გაზრდის მოთხოვნა იყო. მაგრამ რაც სკოლები დახურეს, ამ საკითხმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა.“

კარტერის აზრით, სკოლების დახურვა და ბიუჯეტის შეკვეცა რასისტული აზროვნების ზეგავლენაა.თუმცა მერი და მისი ადმინისიტრაცია ამ მოსაზრებას მკაცრად უარყოფს. კარტერი მიიჩნევს, რომ მისი საპორტესტო აქციაში მონაწილეობა მარტინ ლუთერ კინგის მიერ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებაა:

„ბრძოლა არ მთავრდება. კინგმა იცოდა, რომ ეს ბრძოლა დიდხანს
გაგრძელდებოდა.დარწმუნებული ვარ ის ამას გრძნობდა.“


მიუხედავად იმისა, რომ ჩიკაგოს სკოლების ბიუჯეტის დეფიციტის ირგვლივ უკამყოფილება იზრდება, შტატის კანონდმებლები პენსიის რეფორმის დამტკიცებისთვის იბრძვიან. გამარჯვების შემთხვევაში ყოველწლიური ბიუჯეტი 193 მილიონის ნაცვლად 534 მილიონი გახდება.
XS
SM
MD
LG